გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დვალის, თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, გუდამაყრის, მუხრანის, ხორნაბუჯის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) და კოკა კლდიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ბაღნარის, სკოლის, ალექსანდრე მანაგაძის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს