"მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს

11 მარტს, „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სასტუმრო „მუზეუმში“ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს.

მათივე ცნობით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და კახეთიდან, საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ წარდგენილ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებსა და რეკომენდაციების შესახებ იმსჯელებენ.

„მრავალეროვან საქართველოში“ აცხადებენ, რომ შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, რაც, მათი აზრით, ერთი მხრივ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობისა და ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში.

მათი ინფორმაციით, 8 თებერვლიდან „მრავალეროვანი საქართველო“ ჩართულია საქართველოს პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომლის მიზანიცაა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო