მიხეილ სარჯველაძე - მხარეები საკუთარ ხედვას გააცნობენ მედიატორს - ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ეს ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში "აქტიურად დაიწყებს მუშაობას იმ მიმართულებით, რასაც მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმართვა ჰქვია". როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალია მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოლაპარაკებისთვის მეტი შანსი გაჩნდეს.

დეპუტატის თქმით, ასეთი გამოცდილი დიპლომატის ჩართულობა ზრდის შესაძლებლობებს, რომ მხარეებმა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსს მიაღწიონ.

"მოლაპარაკებების დროს უნდა გამოჩნდეს შესაძლებლობები. გარდა იმისა, რომ მხარეები საკუთარ ხედვას მედიატორს გააცნობენ, მნიშვნელოვანია, შეეცადონ ის თემები იპოვონ, სადაც საერთო ხედვა ექნებათ. ალბათ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება, რა იქნება შეთანხმების საგანი ძალზედ ძნელია და არასასურველი მოლაპარაკებებისთვის. წინასწარ პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების პროცესში თამაშის ერთგვარ წესებსა და იმ ღირებულებების სისტემაზე შევთანხმდეთ, რომლის ირგვლივაც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ასეთთა შორის უპირველესია ქვეყნის ინტერესი. ეს იქნება მთავარი წრე, რომლის ფარგლებშიც მიგვიწევს მოძრაობა მოლაპარაკებათა პროცესში. ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს გულწრფელად მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ის ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციას სჭირდება, რომ გაცილებით მეტად იყოს მოტივირებული, რომ მოლაპარაკების ეს ფაზა შედეგიანი აღმოჩნდეს

რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს