ნიკოლოზ სამხარაძე - რიგგარეშე არჩევნებს დასაბუთება სჭირდება, თუ ეს დასაბუთება გამოჩნდება, შეიძლება შეიცვალოს, თუ ასეთი არ იქნება, ვერ შეიცვლება

რიგგარეშე არჩევნებს დასაბუთება სჭირდება, თუ ეს დასაბუთება გამოჩნდება, შეიძლება, პოზიცია შეიცვალოს,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან დიალოგზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპრომისთან დაკავშირებით ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიცია ცნობილია, თუმცა, მედიაციის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ეს პოზიციები შეიცვალოს. სამხარაძე დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის სტუმრობა წარმატებული იქნება და მხარეები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასეთ დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში სტაბილურობას და სიმშვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ვიზიტი წარმატებული იქნება და შეთანხმების მიღწევას შევძლებთ. ყველა მოლაპარაკებაში კვეთის წერტილი არის კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა როგორც ერთი, ასევე მეორე მხრისგან. როცა დანიელსონი ჩამოვა, მას ექნება ყველა მხარესთან შეხვედრა, შემდეგ იქნება გაფართოებული ერთიანი შეხვედრა, სადაც ალბათ, კომპრომისებზე შევჯერდებით. ვიცით, რა არის ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები. ეს არის საწყისი პოზიციები, რომელიც მედიაციის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, ეს არის მედიაციის მთავარი ამოცანა, თუმცა როგორ და რა ფორმით შეიცვლება, ამაზე შეხვედრებზე იმსჯელებენ. რიგგარეშე არჩევნებს დასაბუთება სჭირდება, თუ ეს დასაბუთება გამოჩნდება, შეიძლება შეიცვალოს, თუ ასეთი არ იქნება, ვერ შეიცვლება,"- განაცხადა სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს