სავაჭრო პალატის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესი სხვადასხვა ტიპის ახალი ხელშეკრულებებით სარგებლობას შეძლებს

დღეიდან, მცირე და საშუალო ბიზნესი შეძლებს, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმებით ისარგებლოს, რომლებიც პალატის ინიციატივით, პარტნიორებთან ერთად მომზადდა, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროქტის შედეგად, ისინი კვალიფიციური იურისტების მიერ შემუშავებული ნასყიდობის, მომსახურების, იჯარის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმების გამოყენებას შეძლებენ.

„დღეიდან, მცირე და საშუალო ბიზნესი შეძლებს ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმებით, რომლებიც პალატის ინიციატივით, პარტნიორებთან ერთად მომზადდა. ჩვენი, როგორც ბიზნესის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოთ მეწარმეებს მათი საქმიანობის განვითარებაში. ამ პროქტის შედეგად, ისინი შეძლებენ გამოიყენონ კვალიფიციური იურისტების მიერ შემუშავებული ნასყიდობის, მომსახურების, იჯარის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების ფორმები,რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და უზრუნველყოფს რესურსების დაზოგვას“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი უმეტესწილად მოკლებულია შესაძლებლობას, დაიქირაოს კვალიფიციური იურისტი, რათა მათი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ტრანზაქციებზე საჭირო ხელშეკრულება გააფორმონ.

„ასეთი პრო-ფომა კონტრაქტები მეწარმეებისთვის გარდა იმისა, რომ გაადვილებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ამავე დროს იქნება მომავალი გართულებების ან დავების თავის არიდების ხელშემწყობი“, -განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.

სავაჭრო პალატის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ამ მიმართულებით ბიზნესის გამოკითხვა ჩატარდა.

„გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა გამოხატა სურვილი, გამოიყენოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ შემუშავებული პრო -ფორმა ხელშეკრულებები.

ხელშეკრულების ფორმებისა და მისი გამოყენების სახელმძვანელოს ნახვას დაინტერესებული პირები სავაჭრო პალატის ვებ-გვერდზე შეძლებენ.

პროექტი საქართველოს სავაჭრო პალატის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-პალატის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა