ირაკლი კუპრაძე - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, „ტვ პირველში“ შესვლით, ნუ შექმნის დამატებით წინაღობას უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკების პროცესში

„ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ტელეკომპანია „პირველში“ შეჭრით ნუ შექმნის დამატებით წინაღობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებების პროცესში.

მისი შეფასებით, ეს კონსტრუქციული საუბრის პერსპექტივისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

„ქართული ოცნების” სტილია, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. „ტვ პირველში” შესვლა კონსტრუქციული საუბრის პერსპექტივისთვის მძიმე დარტყმა იქნება. ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე და პარალელურად, დამოუკიდებელ ტელევიზიაში პროკურატურის შესვლას ამზადებს. მსგავსი დესტრუქციული ქმედებები ზიანს აყენებს მოლაპარაკების შესაძლებლობას და ისევ დაძაბულობის საწყის რეჟიმში აბრუნებს პროცესს. კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტს აქვს უფლება, არ გასცეს წყაროს ვინაობა, თუ იცის მის შესახებ, არ ითანამშრომლოს წყაროს ვინაობის დადგენის სასარგებლოდ. ჟურნალისტებს კანონი იცავს და ნებისმიერი საწინააღმდეგო იძულება, კანონის უხეში დარღვევა იქნება. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, ტელეკომპანია „პირველში“ შესვლით, უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკების პროცესში დამატებით წინაღობას ნუ შექმნის“,-განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, „ტვპირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს