დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სჯობს იმ რჩევებს მიჰყვეს, რაც ევროპელ კოლეგებს აქვთ - შეწყვიტონ დემოკრატიის ნგრევა!

ყველა პოსტულატი, რომელიც ოპოზიციას ხელში ეკავა, ჩამოეშალათ, არ არსებობს არც ერთი ლოგიკა და არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ განმეორებითი არჩევნები არის სამართლებრივი მოცემულობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი მეგობრების მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობას იმედით უყურებენ და მზად არიან მოლაპარაკებებისთვის.

"ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი სჯობს იმ რჩევებს მიჰყვეს, რაც ევროპელ კოლეგებს აქვთ - შეწყვიტონ დემოკრატიის ნგრევა, პარლამენტში შებრძანდნენ და იქ აწარმოონ პოლიტიკა. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ასე არის დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა მაღალ ნიშნულზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა დესტრუქციული ოპოზიციის მსჯელობის პარამეტრებით რასაც ვხედავთ, ცხადი ხდება, რომ ეს რთული იქნება. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, ოპოზიცია მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული წინადადებებით მოვა. პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც იკვლევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და ძალაშია ის პირობა, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან იყო გაცემული, რომ თუკი კომისია დაადგენს ცდომილებას 1 პროცენტამდე, "ქართული ოცნება" დათანხმდება რიგგარეშე არჩევნებს. ყველა პოსტულატი, რომელიც ოპოზიციას ხელში ეკავა, ჩამოეშალათ, არ არსებობს არც ერთი ლოგიკა და არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ განმეორებითი არჩევნები არის სამართლებრივი მოცემულობა. არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხით, ეს დაადასტურა ახლახანს ოდირის დასკვნამ. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე რაც არის ამ სამართლებრივი წითელი ხაზების შიგნით,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა