საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტიდან შემოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.

ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო მათი განმეორებითი აცრა მას შემდეგ მოხდება, რაც „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ქვეყანაში შემოვა.

„მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ვაქიცანია იგეგმება. დალოდება „ფაიზერთან“ არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთთან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ რას მივიღებთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან. გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში შეგვიძლია ავცრათ უფრო მეტი რაოდენობა მოქალაქეების და ჩვენი ექიმების. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია, შესაბამისად, გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, - განაცახდა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტიდან შემოვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო