„სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ტვ პირველთან“ დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პროკურატურას ნება მიეცა „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების, პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი და ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას ემსახურება.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიან სასამართლო პროცესთან კავშირი არ აქვს.

„ტვ პირველთან“ დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მატარებელი.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტლებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან და იგი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიეცა.

იხილეთ ვიდეო: "სტრატეგია აღმაშენებელი" - "ტვ პირველთან" დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს