ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში სიღნაღში შეხვედრა გამართა

ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართულების ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმენა, რომელიც საჯარო განხილვების შემდეგ საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.

„შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნაა, რაც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობისთვის, მცირე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო