ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინაციას დავიწყებთ „ასტრაზენეკათი“, „ფაიზერის“ დალოდება არ მოხდება

ვაქცინაციას დავიწყებთ „ასტრაზენეკათი“ - რა თქმა უნდა, „ფაიზერის“დალოდება არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 43 200 ადამიანი აიცრება.

„მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ კიდევ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ შესაბამის დაწესებულებაში, სადაც იგეგმება ვაქცინაცია და შესაბამისად, დავიწყებთ უკვე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას ჩვენი მოსახლეობისას - რა თქმა უნდა, დალოდება „ფაიზერის“ არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი და უკვე მეორე დოზით ისინი აიცრებიან, როდესაც ჩვენ დამატებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ დოზებს. ჩვენ გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა და ეს რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ დროულად და ასევე, დაჩქარებულ რეჟიმში ავცრათ ჩვენი მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია და შესაბამისად, იმ გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა