ეკატერინე ტიკარაძე - პირველ რიგში ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ ჯგუფები აიცრებიან - გადანაწილება თავიდან დიდ ქალაქებში მოხდება

პირველ რიგში ექიმები, შემდეგ კი, დანარჩენი რისკ ჯგუფები აიცრებიან - გადანაწილება, რა თქმა უნდა, თავიდან დიდ ქალაქებში მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს, ყველა უსაფრთხოების ზომა დაცულია, რათა შესაძლო გართულება თავიდან იყოს აცილებული.

„ჩვენ გვაქვს, კონკრეტული გრაფიკი გაწერილი, რომელიც კოვიდის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდანაა შემუშავებული. პირველ რიგში, ექიმები შემდეგ კი დანარჩენი რისკ ჯგუფები აიცრებიან. პირველ რიგში, გადანაწილება, რა თქმა უნდა, დიდ ქალაქებში მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ყველა დაწესებულება, ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია ტრენინგები და ყველა უსაფრთხოების ზომაა იმისათვის, რომ შესაძლო გართულება თავიდან იქნას აცილებული. ჩვენ მივყვებით იმ დაგეგმილ გეგმას, რომელიც უკვე საჯაროა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო