სოზარ სუბარი ოპოზიციაზე - როცა ჩვენი მოკავშირეების მტკიცე პოზიციის პირისპირ დგებიან, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, იძულებულები ხდებიან მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ

როდესაც ისინი იძულებულები ხდებიან, ჩვენი მეგობრების ზეწოლითა და მათთან ურთიერთობის გამო მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და რაღაცას დათანხმდნენ, ამ დროს გამოაგდებენ ისეთ თემებს როგორიც მათი აზრით, მოლაპარაკებებს ჩაშლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი თემაა ფარული აუდიოჩანაწერები.

„ხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციის მთავარი მიზანი არის, რომ შექმნას რაღაც ფორმა, თითქოს მოლაპარაკებები მიდის და არ წამოვიდეს არაფერზე. ეს სხვათა შორის ოპოზიციის არაერთი წარმომადგენლის კომენტარებიდანაც ჩანს.

გიორგი ვაშაძე უმცროსმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაადასტურეს, რომ ოპოზიციაში იყო რამდენიმე პარტია, რომელიც წინასწარ იყო განწყობილი და შეთანხმებული, რომ ყველაფერზე რომც დათანხმებულიყო „ქართული ოცნება“ მაინც არ შევიდოდნენ პარლამენტში. როდესაც ისინი იძულებულები ხდებიან, რომ ჩვენი მეგობრების ზეწოლითა და მათთან ურთიერთობის გამო წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე და რაღაცას დათანხმდნენ, ამ დროს გამოაგდებენ ისეთ თემებს როგორიც მათი აზრით, მოლაპარაკების ჩაშლას გამოიწვევს. მაგალითად, არ შევასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ გამოვცხადდები პოლიციაში, არ გადავიხდი გირაოს, მოვიხსნი სამაჯურს, ახლა გამოაგდეს ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული ჩანაწერები. მაგრამ შემდეგ როცა ჩვენი მოკავშირეებისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ურყევ და მტკიცე პოზიციასთან პირისპირ დგებიან, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, იძულებულები ხდებიან მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, მანამ სანამ რაღაც ახალ ასეთ თემას არ მოიგონებენ. დავინახავთ, რომ ახლა რაღაც ახალ ასეთ თემას მოიგონებენ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა