გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, გლდანი, გიორგიწმინდა.

09:30-სან 12:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, ნატახტარი, სელექცია, ახალუბანი, წილკანი.

11:00-სან 12:30 საათამდე - სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნაოზა, ნავაზი. 11:00-სან 15:00 საათამდე - სოფლებს ციხისძირი, მუხრანი, ქსანი, აღაიანი, ძველი ქანდა, ქსოვრისი, პატარა ქანდა, ვარდისუბანი, ხიდისყური, წიწამური. 12:00-სან 17:00 საათამდე - სოფლებს ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ხილიანი, ქსოვრისი.

12:00-სან 13:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი, წიწამურა, ზემო შუახევი, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, ჭილურტი და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო