კახა კახიშვილი - დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს განმეორდება ტელეკომპანიებში შეღწევა

დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ტელეკომპანიებში შეღწევა ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა, განჩინებას, რომლითაც სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა.

მისი თქმით, ტელეკომპანიაში შესვლის არანაირი აუცილებლობა არ არის და აღნიშნავს, რომ თავად ამის კატეგორიული წინააღმდეგია და არც არავინ აპირებს არსად შესვლას.

"არავინ არ აპირებს, ნამდვილად არ არსებობს აუცილებლობა ტელევიზიაში შესვლის. თუ კონვერტი არ არსებობს, არც ეს არის პრობლემა. ნებაყოფლობითი წარდგენა ამ განჩინების საფუძველზე არანაირ პრობლემას არ ქმნის, კონვერტი არ არის და განაცხადეთ, რომ არ არის. არ გვაქვს და რა ვქნათ?- საიდან გავაჩინოთ კონვერტი, რომელიც არ არსებობს. მე საფუძველს ტელევიზიაში შემოსვლის ვერ ვხედავ, მე ამას გეუბნებით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც იურისტი. შესაბამისად, რა მასალაც გაქვთ, ამას გადასცემთ და ამით დამთავრდება ეს ეპოპეა.

მე როგორც ერთი ადამიანი, პირდაპირ გეუბნებით, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვერანაირად მხარს ვერ დავუჭერ და მე რამდენადაც ვიცი, არავინ არსად შესვლას არ აპირებს, როგორც იურისტი მე პირდაპირ გეტყვით, შეგიძლიათ წერილობით უპასუხოთ, რაც გვაქვს გაძლევთ და რაც არ გვაქვს ვერ გავაჩენ, ამით დამთავრდება ყველაფერი. ამიტომ დამშვიდდით, არანაირი პრობლემა არ იქნება, ღმერთმა დაიფაროს და თქვენს გვერდში ვიქნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ის, რაც მოხდა - ტელეკომპანიებში შეღწევა და ამით იმედი მაქვს, უფრო მეტ სტაბილურ დემოკრატიას შევქმნით", - განაცხადა კახიშვილმა.

რაც შეეხება გამოძიებას, როგორც კახიშვილი აცხადებს, თუ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, გამოძიებამ უნდა იმსჯელოს ხომ არ ყოფილა ფიგურანტების მხრიდან ისეთი ტიპის მოქმედება, რომელშიც შესაძლებელია, შეინიშნებოდეს დანაშაულის ნიშნები.

"გამოძიების პირველი ამოცანა უნდა იყოს დადგინდეს ავთენტურობა ამ ჩანაწერის, ხომ არ არის ჩანაწერში მონტაჟის კვალი, როდის არის ეს ჩანაწერი თავად გაკეთებული და ვის მიერ არის ეს ჩანაწერი მოპოვებული არა ტელეკომპანიაში, არამედ იმ დროს. თუ დადგინდება ყველა დეტალი, რომ არის ავთენტური, მონტაჟი არ არის და ა.შ. შემდგომში უნდა იმსჯელოს გამოძიებამ, ხომ არ ყოფილა ფიგურანტების მხრიდან ისეთი ტიპის მოქმედება, რომელშიც შესაძლებელია, შეინიშნებოდეს დანაშაულის ნიშნები.

პროკურატურამ, ვნახეთ, რომ დაიწყო გამოძიება იმისთვის, რომ დაინიშნოს ფონოსკოპიური ექსპერტიზა და სხვა ტიპის ექსპერტიზები, რომელიც დაადგენს ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, საჭიროა პირველადი მასალის გადაცემა, რადგან ტელეკომპანიის ეს მონაკვეთი რომ წაიღონ თქვენი მონაწილეობის გარეშე, თავად ექსპერტი ვერ გაარკვევს, რადგან თქვენც ხომ დაამონტაჟეთ - არა ცუდად, მაგრამ ნებისმიერ სიუჟეტს ამონტაჟებ, ხომ? ამიტომ ითხოვა პროკურატურამ პირველადი მასალა, რაც ტელეკომპანიაში შემოვიდა. სასამართლოს განჩინება გულისხმობს არა ძალისმიერი მეთოდით ამოღებას, არამედ ამოღება არის სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილი საგამოძიებო მოქმედება, პირდაპირ წერია, როგორ უნდა მოხდეს ამოღება", - აცხადებს კახიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო