ნოდარ მელაძე - პროკურატურა ტყუილს ამბობს, თითქოს, არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ ჩანაწერების აუთენტიკურობის დასადგენად აუდიო მასალის მოპოვება განეხორციელებინათ

პროკურატურა ტყუილს ამბობს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს, არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ გამოძიების ფარგლებში მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების აუთენტიკურობის დასადგენად აუდიო მასალის მოპოვება, - ამის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახური უფროსმა ნოდარ მელაძემ, ტელევიზიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნოდარ მელაძე აცხადებს, მოსამართლის განჩინებით, ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა „იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა“.

„მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა პროკურატურამ დღეს რამდენიმე განმარტება დააწია გზაში მოსამართლის განჩინებას, მოსამართლის განჩინება ოფიციალური დოკუმენტია და ამ წუთებშიც არის მოქმედი. მისი გაცემის თარიღიდან, 9 მარტიდან, 30 დღის განმავლობაში საქართველოს პროკურატურას ნებისმიერ წუთს შუეძლია მოსამართლის ამ განჩინების საფუძველზე, შემოვიდეს ტელეკომპანია „პირველში“ და განახორციელოს იძულებითი პროპორციული ზომების გამოყენებით, მათთვის სასურველი მასალის ამოღება.

პროკურატურა ტყუილს ამბობს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს, არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ გამოძიების ფარგლებში, მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების აუთენტიკურობის დასადგენად აუიდიო მასალის მოპოვება.

საერთოდ არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ მათ განზრახვა იყო ჩვენს ეთერში საგამოძიებო რეპორტაჟში გასული ჩანაწერების აუთენტიკურობის დადგენა. არ წერია, რომ მათი მიზანი ეს იყო. ამ დადგენილებით, მოსამართლის ამ განჩინებით, ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სისტემა ემხილებინა და საბოლოდ ამ ადამიანზე პირდაპირი თუ ირიბი გზების საშუალებით გასვლა. მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკა, რომელიც მათ მიერ არის დამკვიდრებული“,-აცხადებს მელაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რამდენიმე ხნის წინ, ინტერესი ჰქონდა „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რა დროსაც „არანაირი განჩინებით, იძულებითი ღონისძიებით არავინ არ შემოსულა ტელევიზიაში“

„ ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოძიებასთნ დაკავშირებით, ცოტახნის წინ ინტერესი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როდესაც საქმე ეხებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე და იქ მოპოვებულ ძალიან მნივშნელოვან დოკუმენტებს ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით.

მაშინ არანაირი განჩინებით, არანაირი იძულებითი ღონისძიებით, არავინ არ შემოსულა ტელევიზიაში. დაგვიკავშირდნენ საგამოძიებო უწყებებიდან, ჩვენ, როგორც კანონმორჩილი ჟურნალისტები მივედით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და კანონი რის საშუალებასაც იძლეოდა მივაწოდეთ ინფორმაცია. წყაროებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ უფლება, რომელსაც კანონი გვაძლევს.

დღეს, სრულიად სხვა მოცემულობა ვნახეთ. შესაბამისად, ჩვენ გვრჩება აღქმა, რომ მოსამართლის ამ განჩინების მიზანს წარმოადგენდა მედიის ტერორი და დაშინება, რომ ჩვენ არ მოვამზადოთ, არ გამოვიძიოთ ამბები, რომელიც ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის“,-აცხადებს მელაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს