ზაზა ვაშაყმაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას და კულტურის ატაშე, იმანიში ტაკაოს შეხვდნენ. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სტუმარი დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს ფუნქციებითა და საზოგადოდ, საქართველოს მთავრობის რელიგიური პოლიტიკით. სააგენტოს თავმჯდომარემ იაპონიის ელჩს მოკლედ გააცნო რელიგიის სააგენტოს ფუნქციები, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და აქტივობები. ელჩის ინტერესი გამოიწვია ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატმა. მისი თქმით, იაპონია და საქართველო იზიარებენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და კოლეგა ორგანიზაციასთან ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა