ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, განათლება ყველაზე დიდი კაპიტალია და გისურვებთ ცოდნის სახით მიღებული კაპიტალი სწორად გამოიყენოთ. ახალგაზრდების დაინტერესება და თქვენი ჩართულობა ეკონომიკური საკითხების მიმართ მნიშვნელოვანია“, - მიმართა ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტებს და მათ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

კერძოდ, საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეკონომიკურ ზრდას, კორონაეკონომიკას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, ასევე საქართველოს სუვერენულ რეიტინგებს და სხვა საკითხებს. შეხვედრის ფორმატის ფარგლებში დისკუსია გაიმართა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს