ანრი ოხანაშვილი - "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ისეთი მაღალი სტანდარტით არის დაცული, რომ მას ვერავინ შეეხება

"ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ისეთი მაღალი სტანდარტით არის დაცული, რომ მას ვერავინ ვერ შეეხება - ყველა კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საგამოძიებო ღონისძიებები და პროცედურები ჩატარდება ისე, რომ სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნას.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასეთი ღონისძიება კონსტიტუციის ფარგლებს ექვემდებარება და ყველაფერი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის შესაფერისად წარიმართება.

"მესმის, რომ გვაქვს მავნე და ძალიან ცუდი გამოცდილება, რაც 2012 წლამდე იყო, მაგრამ არავინ არსად შეჭრას, შევარდნას არ აპირებს. ჩვენთვის მთავარია სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ მედია იყოს პლურალური, იყოს მეტი განსხვავებული აზრი, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ. მესმის იმ ჟურნალისტების ემოციების, ვისაც ცუდი გამოცდილება აქვს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მედია საშუალებებზე პირდაპირი შტურმი ხორციელდებოდა და ფიქრობენ, რომ ასე შეიძლება ვინმემ 2012 წლის შემდეგაც იმოქმედოს. სამწუხაროა, რომ ამ ფორმით პარალელის გავლება ხდება, რაც არასწორია", - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

აქვე მან ხაზგასმით განაცხადა, რომ არავინ ჟურნალისტს წყაროს დასახელებას და მის იდენტიფიცირებას არ სთხოვს.

"საუბარია იმაზე, რომ თუ არის დანაშაულის საგანი ან იარაღი, რაც საგამოძიებო ორგანოს დაეხმარება, ტელევიზიამ საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს. არ გვინდა ისეთი პანიკა, რაც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა