IRI ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისია განახორციელა.

IRI-ს ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში.

"გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა", - აცხადებს IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი.

"მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა."

მისიის განმავლობაში, გრძელვადიანი ანალიტიკოსები ატარებდნენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის, საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკური ინკლუზიისა და მედია გარემოს დემოკრატიულობის შეფასების მიზნით. საბოლოო ჯამში, მისიის შეფასებით, არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ამომრჩევლის განათლება და მობილიზაცია წარმატებით მოახერხა, გამოვლინდა ადმინისტრაციული ხარვეზები, რომლებიც დამაზიანებელი აღმოჩნდა საარჩევნო პროცესებისთვის.

მისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისკენ, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/30AfnVv.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა