ევროპის წამლების სააგენტომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. განცხადებაში, სააგენტომ აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის შესახებ მონაცემები "ძლიერია" და "აკმაყოფილებდა ეფექტურობის, უსაფრთხოების და ხარისხის კრიტერიუმებს".

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ Johnson & Johnson– ის ვაქცინის ოფიციალური ავტორიზაცია მალე მოხდება.

”ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა ყველა მოქალაქეს შეეძლოს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიღება, რაც შეიძლება სწრაფად”, - წერს იგი "ტვიტერზე".

ინფორმაციისთვის, Johnson & Johnson-ის ვაქცინა ერთ დოზას მოითხოვს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება. მანამდე ევროკავშირმა Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინების გამოყენება დაამტკიცა. Johnson & Johnson-ის ვაქცინა უკვე დაამტკიცა აშშ-მა და კანადამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი