ალუდა ღუდუშაური - ვერ დაამოდელირებთ 2007 წელს, როდესაც მაშინდელი რეჟიმი დამოუკიდებელ მედიაში შევარდა - ასეთი პარალელები არის წყლის ნაყვა და თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებთ

ვერ დაამონტაჟებთ და ვერ დაამოდელირებთ 2007 წელს, როდესაც მაშინდელი რეჟიმი დამოუკიდებელ მედიაში შევარდა - ასეთი პარალელები არის წყლის ნაყვა და თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებთ, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა “ტვ პირველის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

“არა მგონია, ტელევიზიაში ვინმე შედიოდეს ტელევიზიის ჟურნალისტებისა და რესპოდენტების გარდა. ვისურვებდი ვიყოთ ობიექტურები და დავრჩეთ ობიექტურ სივრცეში. პროკურატურამ ერთი ფურცელი გამოგიგზავნათ. შეგიძლიათ მარტივად, იგივე ფორმატით გაუგზავნოთ. დავანებოთ თავი უშედეგო სპეკულაციას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კანონიერია და ტელევიზიას შეუძლია მას პასუხი გასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა