მამუკა მდინარაძე „ტვ პირველზე“ - შეჭრაზე საუბარი მოგონილი ამბავია - ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, გასანერვიულებელიც კი არაფერია

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც “ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება, - ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მან განაცხადა, კანონით ჟურნალისტს, პარლამენტის წევრს, ასევე სასულიერო პირს აქვს უფლება თავისი საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაცია არავის არ გადასცეს და არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო.

მდინარაძემ დღეს ისიც განმარტა, რომ ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც სასამართლოს ამოღების ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოაქვს, წერია ის წესი, რაც ამოღების საგამოძიებო მოქმედებს ახლავს თან.

“შეჭრაზე საუბარი არის მოგონილი ამბავი - არავინ არსად შესვლას არ აპირებს! თხოვნა გვაქვს - ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და შემდეგ ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრზადებით. ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო