მამუკა მდინარაძე - თუკი ყველა იპოვის ძალას, მაგიდაზე კომპრომისული წინადადებები დადოს, დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდება

თუკი ყველა იპოვის ძალას, მოლაპარაკების მაგიდაზე კომპრომისული წინადადებები დადოს, დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძე ირწმუნება, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კომპრომისული წინადადება წარადგინა და ახლა იგივეს ოპოზიციისაგან ელის.

“ჩვენი ოპონენტების ქმედებების მიუხედავად, მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები ქვეყნისათვის პოზიტიური შედეგით დასრულდება. მთავარია ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგი დაიდოს! ასეთი შედეგი სიმართლეს უნდა ემყარებოდეს. სიმართლე ერთია - ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველა პიარული პროექტი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიგონა, არ არის ის, რაც მოლაპარაკებებს წაადგება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზეც კი მიყვება, თუკი დადასტურდება, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნებში 1- პროცენტიან გადახარას მაინც ჰქონდა ადგილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა