გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებობანას თამაშს არ აპირებს - თუკი “ქართული ოცნება“ მაგიდასთან ისევ არაადეკვატური პოზიციით დაჯდება, ნიშნავს, რომ მაგიდის აყირავება უნდათ

“სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებობანას თამაშს არ აპირებს - თუკი “ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდასთან ისევ არაადეკვატური პოზიციით დაჯდება, ეს ნიშნავს, რომ მათ მაგიდის აყირავება უნდათ, - ამის თაობაზე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, "360 გრადუსში" განაცხადა.

ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ პირადად ის მნიშვნელოვან პროგრესად ჩათვლის, თუკი 16 მარტამდე ნიკა მელია და ნიკა რურუა საპატიმროდან გათავისუფლდებიან.

“საუბარი აღარ არის IRI-სა და უეთოს დასკვნებზე, საუბარია მძაფრი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, არჩევნებისას ყველა ეს ორგანიზაცია შეზღუდული იყო წარმომადგენლობის თვალსაზრისით. კოვიდიდან გამომდინარე, მათ არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამიტომ ბევრ საკითხზე ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს. დღეს ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მკაფიო - არის საკითხები, რაზეც უნდა მოხდეს შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებზე. აღარც კი უნდა განიხილებოდეს ის, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. როცა ევროპარლამენტში გამართულ დებატებს უსმენ, ეს არის მთელი დასავლეთის კონსესუალური პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის