ლანა გალდავა “ტვ პირველთან” დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას ეხმიანება და პროკურატურას მიმართავს

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა “ტვ პირველთან” დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას ეხმიანება და პროკურატურას მიმართავს.

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში გახარიას წერილზე და კონვერტის ექსპერტიზაზე იყო საუბარი, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფასადურად იცინოდნენ. დღევანდელი მოვლენების გადმოსახედიდან, თურმე საჭირო და მითუმეტეს, შესაძლებელი ყოფილა კონვერტით მტკიცებულების საკითხის გარკვევა. ისე, სანამ ,,ტვ პირველიდან” სასამართლო განჩინებით კონვერტს ამოიღებთ და ექსპერტიზას ჩაუტარებთ, იქნებ ხაზარაძის წარდგენილ მტკიცებულებაზე (წერილზე) ანაბეჭდების ექსპერტიზის პასუხი წარმოადგინოს პროკურატურამ. მტკიცებულებებთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განმარტებებთან დაკავშირებითაც ორმაგი სტანდარტი როგორ გაქვთ, საქართველოს ხელისუფლებავ?" - წერს ლანა გალდავა სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა