ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, დავით წითლიძესთან, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერთან ერთად, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემდგომი ზრდა. სწორედ ამიტომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხები მიემართება საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის. ამავდროულად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან დამატებითი თანხების მოსაზიდად. სწორედ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საგარჯოს მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ექნება სრულად მოწესრიგებული სარწყავი ინფრასტრუქტურა, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ მოიყვანონ მაღალშემოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და მიიღონ მეტი სარგებელი“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 26 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც მარჯვენა მაგისტრალური არხის მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაციას, დახურული, 128 კმ სიგრძის მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონტაჟს ითვალისწინებს.

„პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქ საგარეჯოს, სოფელ ნინოწმინდის, გიორგიწმინდისა და წყაროსთავის 5000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საირიგაციო სისტემის შიდა ქსელის მოწესრიგების სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა