ვახტანგ კალოიანი - ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია უსაფრთხო და პანდემიის შეჩერების ერთადერთი გამოსავალია

ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით, ძალიან დიდი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, - ასე ეხმაურება ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი „ინტერპრესნიუსთან“ 13 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის მიღების შესახებ ინფორმაციას.

როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს, ვაქცინაცია უსაფრთხო და პანდემიის შეჩერების ერთადერთი გამოსავალია.

„ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მნიშვნელოვანია ამ პროცესის კარგი ორგანიზება. ტექნიკური სამუშაოები ჩატარებულია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ სწორად და თანმიმდევრულად იმუშაოს მოქალაქეებთან, სპეციალურ, განსაკუთრებულ ჯგუფებთან, მაგალითად, როგორიც არის ეკლესია. დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და პანდემიის შეჩერების ერთადერთი გამოსავალი.

კარგი იქნება, თუ ხელისუფლება საჯაროს გახდის ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც შეეხება ამ კონკრეტული ვაქცინის ჯგუფებს, რათა მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ვაქცინის ეს პარტია უსაფრთხოა, წარმოებულია სანდო ქვეყანასა და ფარმაცევტულ დაწესებულებაში.

ცალსახად ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით, ძალიან ველოდებით. ეს პარტია, რაც შემოდის, სამედიცინო პერსონალისთვის არის და ძალიან დიდი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - აცხადებს კალოიანი.

ამასთან, როგორც ვახტანგ კალოიანი დასძენს, ვაქცინა უსაფრთხოა, რადგან გართულებები, რომელსაც ის იწვევს, ძირითადად ალერგიული სახისაა.

„ძალიან საიმედო მაგალითები და ციფრები გვაქვს ისრაელიდან და ბრიტანეთიდან, სადაც კარდინალურად არის შემცირებული ვაქცინაციის შემდეგ დაავადებების მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება. ვაქცინა ცალსახად უსაფრთხოა, რადგან გართულებები, რომელსაც ის იწვევს ძირითადად ალერგიული სახისაა, საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეა. მისი მართვა საკმაოდ იოლია, სტანდარტული რუტინაა.

რეალურად, არც არის მონაცემები, რომ მძიმე გართულებები ვითარდება ვაქცინაციის შემდეგ. ერთეული მონაცემებია, ევროპის ქვეყნებიდან გარკვეულ თრომბოზულ გართულებებზე, თუმცა, მისი პირდაპირი კავშირი ვაქცინაციასთან არ დასტურდება, თუ არის, ერთეული შემთხვევებია.

ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რათა ჩვენ შევძლოთ ამ პანდემიის მართვა, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება და რაც მთავარია, მარტივად გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე“,- აცხადებს კალოიანი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა. ქვეყანაში, თავდაპირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა, რომლითაც 43 200 ადამიანი აიცრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა