კახა კალაძე - მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ გარკვეული შეთანხმებები შედგეს, ჩვენი მხრიდან კომპრომისებია, არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე საჯაროდაც გვისაუბრია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში შეთანხმების მისაღწევად მზადყოფნას გამოთქვამს.

მან ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისები არის, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, დიალოგი, ნორმალურად საუბარი, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მმართველი პარტია და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხდებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები შედგეს. მისასალმებელია, მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის. არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე მგონი საჯაროდაც გვისაუბრია“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. ამასთან, დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო