საქართველოს ბიზნესასოციაციას კომპანია „სვანიძე ჰოლდინგი“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ახალი წევრი, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგი“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით ჰოლდინგი წარმატებულმა ქართველმა მეწარმემ, გიორგი სვანიძემ მის მიერ შექმნილი ბიზნეს პორტფელის სამართავად და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად დააფუძნა.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შემოუერთდა „სვანიძე ჰოლდინგი“, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი და მუშაობს ინოვაციურ საინვესტიციო პროექტებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სარგებლიანი იქნება. კიდევ ერთხელ მივესალმებით გიორგი სვანიძეს და მის გუნდს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ბიზნეს ოჯახში“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ჰოლდინგის ძირითადი მისიაა ხელი შეუწყოს და წაახალისოს ის კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მსოფლიო გლობალურ ბაზრებზე.

„სვანიძე ჰოლდინგი“ 2007 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან და დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პროექტებს, ამავდროულად, კომპანია უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლიენტებს სთავაზობს სერვისებს, რომელიც უზრუნველყოს ინვესტიციების განხორციელების რისკების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე, ამჟამად თავმჯდომარეობს ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს, ხოლო თავად ჰოდინგი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: King’s Garden, Golf Land, Sheikh Land, Georgian Spa, Georgian Olive and Chateau Svanidze Winery“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო