კახა კალაძე - რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად აფასებს

მისასალმებელია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ჩატარებულ არჩევნებს, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით“, - ასე აფასებს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე IRI-ს ტექნიკურ საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვენები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიურია.

„მისასალმებელია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ჩატარებულ არჩევნებს, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით. თავიდანვე ვიცოდით, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა. ეუთო/ოდირი, NDI, IRI - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვენები პოზიტიურია. მოწოდებები, რაც კეთდებოდა, რომ ცვლილებებია საჭირო და განსახორციელებელი, ამასაც ვითვალისწინებთ და აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები იქნა გაკეთებული“, - აცხადებს კახა კალაძე.

ამასთან, კახა კალაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას გამოეხმაურა, რითაც ის მოუწოდებს ოპოზიციას მოძებნონ მთავრობასთან მოლაპარაკების გზები და აიღონ საპარლამენტო მანდატები.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ვისაც სურს ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, ოპოზიციას მოუწოდებს პარლამენტში შევიდნენ.

„ვისაც გულწრფელად აქვს სურვილი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, თუნდაც, სწორი პოლიტიკა წარიმართოს, ყველა ჯანსაღად მოაზროვნის მოწოდებები არის ერთიდაიგივე - ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში, მოკიდოს ხელი მანდატებს. პარლამენტიდან განახორციელონ ოპონირება სხავდასხვა საკითხზე.

ხომ ვიცით, რომ უამრავი პრობლემაა. ჯანსაღი პოლემიკა თუ წარიმართება, დებატები, განსხვავებული მოსაზრებები იქნება, ამა თუ იმ საკითხზე, მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანას წაადგება“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს. როგორც IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აღნიშნავს, "გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა