გიგლა მიქაუტაძე - 2020 წლის უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები კატასტროფულია

თუ რამეს შეიძლება ეწოდოს კატასტროფა, ეს არის 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც ბოლო 15 წლის მინიმუმზეა,- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში სულ 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს უცხოეთიდან ინვესტიცია ქვეყანაში უბრალოდ არ შემოსულა და უცხოელი ინვესტორები, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოში მიღებული მოგების რეინვესტირებით შემოიფარგლნენ.

„საინტერესოა ისიც, რომ უცხოური ინვესტიციების 65% მხოლოდ საფინანსო სექტორზე მოვიდა და სხვა სექტორებში ახალი ინვესტიციები უცხოელების მიერ რეალურად არ განხორციელებულა.

ბუნებრივია, მხედველობაში უნდა მივიღოთ პანდემია, რომელმაც, რა თქმა უნდა, ობიექტურად იქონია ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა. თუმცა ასეთ ვარდნას, რომელიც ქვეყანას ომის პერიოდშიც კი არ ქონია, არანაირი გამართლება არ აქვს და მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანა აღარ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ წინ გველოდება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, თუ ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდა.

ამ ფონზე, მე მინდა ღარიბაშვილს, რომელიც ჯერჯერობით იკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს, დავუსვა ერთი მარტივი კითხვა, მისაღებია თუ არა მისთვის ეს შედეგები და თუ არ არის მისაღები, მაშინ ვინ უნდა აგოს პასუხი ასეთ ჩავარდნაზე, თუ არა ეკონომიკურმა გუნდმა და პირადად ეკონომიკის მინისტრმა, ქალბატონმა თურნავამ?“-აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა