სერგო ჩიხლაძე - ვფიქრობ, რომ ექვსივე საკითხზე პროდუქტიული დიალოგი შედგება, „ოცნება“ იძულებული იქნება წამოვიდეს კომპრომისზე, ისევე როგორც ოპოზიცია მზადაა კომპრომისისთვის

ვფიქრობ, რომ ექვსივე საკითხზე პროდუქტიული დიალოგი შედგება მომდევნო ორი დღის განმავლობაში - „ოცნება“ იძულებული იქნება წამოვიდეს კომპრომისზე, ისევე როგორც ოპოზიციაც მზად არის გარკვეული კომპრომისებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განიხილება მოლაპარაკება არ შედგება და შეხვედრა არაპროდუქტიული იქნება.

„მნიშვნელოვანი ვიზიტია. მოლოდინი არის პოზიტიური. ორივე მხარემ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვისაუბროთ, მზად ვართ მოვილაპარაკოთ, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად „ოცნებაც“ ამას აცხადებს. მე ვფიქრობ, რომ ექვსივე საკითხზე პროდუქტიული დიალოგი შედგება მომდევნო ორი დღის განმავალობაში. „ოცნებიდან“ არის კვლავ ხისტი განცხადებები, რომ რაღაცას დათმობენ, არ დათმობენ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი იძულებულები იქნებიან წამოვიდნენ კომპრომისზე, ისევე როგორც ოპოზიციაც მზად არის გარკვეული კომპრომისებისთვის. ურთიერთობა კომპრომისების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერცერთ საკითხზე მოლაპარაკება ვერ შედგება.

ჩვენთვის „წითელი ხაზი“ ეს არის „ოცნების“ ნარატივი. ჩვენ „წითელ ხაზებზე“ არ გვისაუბრია, ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, მოლაპარაკება არ შედგება და თუ ვადამდელ არჩევნების საკითხზე არ ვისაუბრეთ და ურთიერთკომპრომისით გამოსავალი არ მოვძებნეთ, ასევე არაპროდუქტიული იქნება ეს შეხვედრა. ამიტომ, ორივე ამ საკითხზე უნდა იყოს „ოცნებისგან“ მზაობა, რომ წამოვლენ კომპრომისზე. პოლიტპატიმრებზე, ტყვეებით ვაჭრობაზე არ ვაპირებთ დიალოგში შესვლას . ეს თავისთავად უპირობოდ უნდა მოხდეს“ , - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო