ირმა ინაშვილი - პლებისციტი არის ხაფანგი, კომპრომისის ფორმა, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს

პლებისციტი არის ხაფანგი, კომპრომისის ფორმა, ამაზე არ ვლაპარაკობთ! ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში მხოლოდ ერთადერთ საკითხს, ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას განიხილავენ.

“არ უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა იმაზე, რომ მიშა ცუდია, ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ მიშა ცუდია! “ქართულ ოცნებას” ვეუბნებით, რომ ის რეჟიმი შენ გააცოცხლე და მოდი, ახლა იმაზე კი ნუ ვილაპარაკებთ, მაშინ რა იყო, გავიგეთ რაც იყო, შენ თვითონ ვინა ხარ?! სად მივაღწიეთ პროგრესს? ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში მხოლოდ ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ - ახალ არჩევნებს. ჩვენ მონაწილეობას მეხუთე, თუ შემდგომ რაუნდში მივიღებთ და იმავე საკითხს დავაყენებთ. პლებისციტი არის ხაფანგი, კომპრომისის ფორმაა ამ ვითარებაში. ჩვენ არავითარ პლებისციტზე და სხვა ინტერპრეტაციაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვსაუბრობთ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ამას ერთვის შემდეგ თანმდევი საკითხები“, - განაცხადა ინაშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ასევე „ტვ პირველის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და „ქართული ოცნების“ „ცხელ თავებს“ გაგრილებისკენ მოუწოდა.

„აღარავინ აღარ სცემს ერთმანეთს პატივს, პატრიარქსაც კი უკიდურესად აგინებენ და ცილისწამების მთელი კასკადი მოდის, რასაც რატომღაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ აჩერებს. მე საჯაროდ მინდა ვკითხო ბიძინა ივანიშვილს - ან შენ რატომ იტან, ან შენ თუ გინდა აიტანო ეს ყველაფერი, სხვამ რატომ უნდა აიტანოს?! და სხვამ თუ უნდა აიტანოს, მაშინ ბერამ რატომ არ უნდა აიტანოს?! ამ უგნურმა პოლიტიკამ მთელი საზოგადოება ნგრევამდე მიიყვანა! ამას სახელმწიფოს მართვა და პოლიტიკა ჰქვია?!

ჟურნალისტები არ არიან ვალდებული, გაამჟღავნონ თუ ვინ და რანაირად მიაწოდა ინფორმაცია, მთავარია ეს ინფორმაცია ნამდვილი იყოს. მინდა “ქართულ ოცნებას” პროკურატურას მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, რომ ჟურნალისტის საქმიანობის სტანდარტი არ დაზიანდეს. კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ “ტვ პირველისგან” მთელ რიგ საკითხებში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები მაქვს, მე ვალდებული ვარ, როგორც ჟურნალისტმა “ქართული ოცნების” ცხელ თავებს მოვუწოდო, გაგრილებისკენ! ხაზს ვუსვამ კარგია, რომ პროკურატურა განმარტებას აკეთებს, რომ შესვლას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ სახეზე სასამართლო განჩინება გვაქვს“, - განაცხადა ინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა