კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისინი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებენ.

„ჩვენ მივესალმებით, რომ ევროკავშირი ასე აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანაში და დღეს ჩვენ კრისტიან დანიელსონს ვესაუბრებით იმ პრობლემებზე, რომელსაც ვხედავთ საქართველოში, იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც სახეზეა. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ხედვებს იმ ექვს პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შარლ მიშელმა დაასახელა მისი საქართველოში ვიზიტის დროს. ეს იქნება ის რეფორმები, რომლებმაც საქართველო ძირეულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და რომელიც წინ უნდა უძღვოდეს ნებისმიერ დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

იხილეთ ვიდეო:კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა