თბილისში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდება

15 მარტიდან დედაქალაქში მოძრავი N6 და N20 ავტობუსები ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. N6 მარშრუტზე 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის შვიდი ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

რაც შეეხება N20-ს, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, რომლებიც აქამდე N37-ს ემსახურებოდა. N37 მარშრუტს კი ახალი, BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ათი ერთეული ავტობუსი მოემსახურება.

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მოძველებული სატრასპორტო საშუალებები ეტაპობრივად, ახალი მოდელებით იცვლება. მიმდინარე წელს ახალი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N3, N23, N32, N43, N46, N52, N70, N72, N79, N94, N121 და N345 საავტობუსე ხაზებზე.

დედაქალაქის ავტოპარკი ჯამში, 597 ავტობუსით განახლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა