საერთაშორისო მედიაციის  შეჯიბრი - INADR International Law School Mediation Tournament გაიმართება

დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის (INADR) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრი - INADR International Law School Mediation Tournament გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციიდან“ აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული შეჯიბრი 2021 წელს საქართველოში პირველად “ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და საქართველოს უნივერსიტეტის მასპინძლობით ტარდება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ კონკურსში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელისთვის დააწესა სპეციალური ჯილდო “Best Newcomer Mediator”.

დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლუწი წლების განმავლობაში, შეჯიბრს მასპინძლობს ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (IL), ხოლო კენტი წლების განმავლობაში - ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტი.

მედიაციის საერთაშორისო ყოველწლიური შეჯიბრი აერთიანებს სამართლის სკოლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მთელი მსოფლიოდან. კონკურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ, როგორც მედიაციის ტექნიკა და სახეები, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობით.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ გამოთქვამს მზაობას ყოველწლიურად მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ შეჯიბრში და გამოხატოს მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობის მიმართ. საჭიროა მედიაციის შესახებ სასწავლო კურსების საუნივერსიტეტო თუ საშუალო განათლების სისტემაში სწორი და სრულფასოვანი ინტეგრირება, რაც წინაპირობაა მისი ახალი თაობის მხრიდან ინფორმირებული გამოყენების”, - განაცხადა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა