დავით ზალკალიანი - პრემიერისა და პიტერ სიიარტოს შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს, პრემიერმა უნგრული მხარისგან მიწვევა მიიღო

ვისაუბრეთ საქართველოსა და უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა ძირითად მიმართულებაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, უნგრეთს აქვს ახალი ინიციატივები, კერძოდ, საკრედიტო ხაზის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბიზნესის განვითარების კუთხით.

„ისინი ასევე ჩართული არიან რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში. აინტერესებთ საქართველო, როგორც სამხრეთ კასპიური გაზის კორიდორის მნიშვნელოვანი გამტარი ქვეყანა და უნგრეთი, როგორც დაინტერესებული მხარე, ბუნებრივია, ამ პროცესში, ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს. ვისაუბრეთ პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე. უნგრეთის მხრიდან, სოლიდარობა და მხარდაჭერა პანდემიის დროს იყო განსაკუთრებული და პრემიერ-მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა უნგრეთს ამ მხარდაჭერისთვის და მომავალშიც, ეს თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, რეგიონში არსებული სიტუაცია, უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ის ახალი გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც არის შექმნილი, მოითხოვს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას და საქმიანობის კოორდინაციას.

„უნგრეთი, მაისში ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. მოგეხსენებათ, საქართველო უკვე იყო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა მათი თავმჯდომარეობის დროს ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხო მომავალში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსაც. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მიწვევა უნგრული მხარისგან, რომ ეწვიოს უნგრეთს მისთვის ხელსაყრელ დროს და ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა მაღალ დონეზე გაგრძელდება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს