ლევან იოსელიანი - როდესაც გამოძიება უარს ამბობს, გამოიძიოს ფარული ჩანაწერის შინაარსი, მაშინ არსებობს შესაძლებლობა, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას

როდესაც გამოძიება უარს ამბობს, გამოიძიოს ფარული ჩანაწერის შინაარსი, მაშინ არსებობს შესაძლებლობა, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას შეუძლია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.

„ამისთვის საჭიროა როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა, ისე ოპოზიციის. ორივე მხარეს აქვს ამაზე პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ გვინდა, რომ გავიგოთ, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, მაშინ უნდა შევქმნათ საგამოძიებო კომისია. სამწუხაროდ, მმართველი პარტია ამის შექმნაზე უარს აცხადებს, თუმცა, ოპოზიციას ამის რესურსი აქვს, შემოვლენ თუ არ შემოვლენ ისინი პარლამენტში, არ აქვს მნიშვნელობა, მათ გააჩნიათ მანდატი, რომ დაგვეხმარონ საგამოძიებო კომისიის შექმნაში და გავარკვიოთ, მართლა რასთან გვაქვს საქმე. მარჩიელობა და სტუდიებში ამ საქმის გარჩევა როდესღაც უნდა დასრულდეს",-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:როდესაც გამოძიება უარს ამბობს, გამოიძიოს ფარული ჩანაწერის შინაარსი, მაშინ არსებობს შესაძლებლობა, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას - ლევან იოსელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა