„ტვ პირველმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა

ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების ნებართვის თაობაზე „ტვ პირველის“ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მშვენიერაძემ განმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, გადაწყვეტილება, განჩინება, რომელიც მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს აქვს მიღებული, საკუთარი შინაარსით ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნასთან და არღვევს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მათ შორის, გულისხმობს ინფორმაციის მიღების და კონფიდენციალური წყაროს არგათქმის უფლებას. შესაბამისად, ეს განჩინება გავასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში თბილისის საპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ იმ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა, სადაც სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის საუბარია ჩაწერილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო