„თიბისიმ“ ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა შეაჯამა

„თიბისის“, როგორც ჭადრაკის მხარდამჭერისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მეგობრის ინიციატივით, სრულად განახლდა ფედერაციის ვებ-გვერდი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე https://gcf.org.ge/ და გაეცნონ ჭადრაკში მიმდინარე ამბებს და სიახლეებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ არაერთი ინიციატივა განხორციელდა.

„ციფრულმა მედია პლატფორმა - Movement-მა, საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადა. ვიდეოს მიზანი ახალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ - საქართველო - საჭადრაკო ქვეყანა.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, „თიბისის“ სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკე შეუერთდა, რომელიც სრულწლოვანობამდე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. სპორტის ამ სახეობის ისტორია, არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსა და სახელს აერთიანებს. თბილისში პირველი ოფიციალური საჭადრაკო წრე 1877 წელს შეიქმნა.

საბჭოთა პერიოდში, 1980-82 წლებში, ქართველი ქალების (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) გუნდმა, ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

ასევე აღსანიშნავია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოპოვებული გამარჯვებები:

1992 წელს ქალთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი - ნანა ალექსანდრია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. შემდგომში „ოქროს ნაკრებად“ წოდებულმა გუნდმა, კიდევ ორჯერ მოიპოვა ვერა მენჩიკის სახელობის თასი.

2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, 2008 წელს კი საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2017 წელს ნანა ძაგნიძემ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და ამავე წლის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

2017 წელს თბილისმა - ჭადრაკის მსოფლიო თასს, 2018 წელს კი ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 185 ქვეყნის 4000 სტუმარს უმასპინძლა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა „თიბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და მემკვიდრეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს