ირაკლი კობახიძე - ზედიზედ სამი შემთხვევა იყო, რაც ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით -  გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი, რუსეთთან “ნაცმოძრაობის” კავშირებზე

ზედიზედ სამი შემთხვევა იყო - ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი, რუსეთთან “ნაცმოძრაობის” კავშირებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შედეგებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი გააკეთა რუსეთის ინტერესებისთვის.

„ზედიზედ სამი შემთხვევა იყო - ჯერ მაშველ რგოლად გავრილოვი დაიხმარეს, რომელსაც ,,ნაციონალებმა“ საკუთარი თავის ,,გასაპიარებლად“ განცხადებები გააკეთებინეს, შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი გამოიყვანეს, ასევე პიარის მიზნებისთვის და მესამე, ერთგვარი პატარა კულმინაცია იყო რუსეთის ღია აგენტის გამოყვანა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, “ნაცმოძრაობის” მთავარი რუპორის, “მთავარი არხის” მხრიდან. ეს, ბუნებრივია, მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი, რუსეთთან “ნაცმოძრაობის” კავშირებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შედეგებით. შედეგები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც გადაეცა რუსეთს და ასე შემდეგ. ყველაფერი გააკეთეს მათ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, რუსეთისთვის, რუსეთის ინტერესებისთვის. ეს კავშირები, თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ცხადდება მათ შორის იმითაც, რომ ზედიზედ მესამედ, რუსები მოიხმეს მაშველ რგოლად, ეს იყო გავრილოვი, ეს იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი და ეს იყო რუსეთის გაცხადებული აგენტი, უცხოელი პირი, რომელიც, ჩაწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმისათვის, რომ თითქოს გაემყარებინა საკუთარი პოზიციები მაგრამ, ყველა ამ, შემთხვევაში მათ უკან უბრუნდებათ ბუმერანგივით ნებისმიერი, მცდელობა რომელსაც ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებენ. რუსეთის აგენტებით ისინი შორეს ვერ წავლენ”,- აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა