მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში“ მონაწილეობა მიიღო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებინარში „ჰუმანიტარული დაცვა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის ზონებში" მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხილვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებაზე.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, რითაც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტებს. რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა ჰიბრიდული ომის მეთოდები, დეზინფორმაციისა და კიბერ-თავდასხმები, რომლებიც პანდემიის პერიოდშიც კი, ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის მიზანმიმართულად გამოიყენება.

გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის უკანონო დაპატიმრებასა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებაზე. ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა აღნიშნულ ქმედებებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაზე რუსეთს ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებითაც დასტურდება.

მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შეშვება, მათ შორის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შეუფერხებელი წვდომა.

მისი განცხადებით, ეუთო-ს აქვს დიდი პოტენციალი, ქმედითი როლი შეასრულოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა