ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - იყო წუხილი ეკოლოგიასა და უსაფრთხოებაზე? გადავდეთ კაშხლის მშენებლობა და ვთქვით, დავიწყოთ ერთად შესწავლა - იყო წუხილი, რომ არ არის კარგი კომუნიკაცია? ქართველი დირექტორი დაინიშნება

რადგანაც არსებობს ინფორმაცია, რომელთაგან ზოგი არაფერს ეფუძნება, მაგრამ არის შფოთი, კაშხლის მშენებლობას ვაჩერებთ, ვიწვევთ ქართველ სპეციალისტებს. მოდი, ჩვენი ადგილობრივი ძალები, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტები ვინც აპროტესტებს, ჩავრთოთ, შევამოწმოთ კლიმატის, მეწყერის, სეისმოლოგიის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ კაშხლის მშენებლობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აქტიურად არიან ჩართულები შეხვედრებში, შედეგად კი, პრობლემური თემები გამოკვეთეს. კერძოდ, რამდენად უსაფრთხოა „ნამახვანჰესი“ და რა ზემოქმედება ექნება ეკოლოგიაზე, უშუალოდ ხეობისათვის რისი მომტანია - ხომ არ დაიცლება ხეობა, მოხდება თუ არა ადამიანების დასაქმება, რამდენად სწორად აწარმოებს კომუნიკაციას ინვესტორი კომპანია ადამიანებთან.

„ამ სამი დიდი მიმართულების გაანალიზების შემდეგ მოლაპარაკება ვაწარმოეთ თურქ ინვესტორთან, რომელიც არის საკმაოდ გამოცდილი და დიდი კომპანია. ამ სამ დიდ პრობლემაზე ვესაუბრეთ და დღეს, ქუთაისში უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებით ჩავედით. რაც შეხება ეკოლოგიასა და უსაფრთხოებაზე ზემოქმედებას, ნამახვანის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, მაგრამ რადგან მაინც არსებობს კითხვები და გარკვეული წუხილი ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით და კომპანიამ აიღო ეს ვალდებულება, რომ სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ წუხილის მთავარი თემაა წყალსაცავი და კაშხლის მაღალი ნაგებობა - 105 მეტრი. ამ ორ ნაგებობას ის ჯერ არ შეეხება და მათ მშენებლობას არ დაიწყებს სანამ ჩვენ არ მოვახდენთ კიდევ ერთხელ გადამოწმებას ყველა იმ კვლევის, რაც აქამდე დაიდო...რადგანაც არსებობს ინფორმაცია, რომელთაგან ზოგი არაფერს ეფუძნება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის შფოთი, კაშხლის მშენებლობას ვაჩერებთ, ვიწვევთ ქართველ სპეციალისტებსა და მეცნიერებს. მოდი, ჩვენი ადგილობრივი ძალები, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტები ვინც აპროტესტებს, ჩავრთოთ, შევამოწმოთ კლიმატის, მეწყერის, სეისმოლოგიის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ კაშხლის მშენებლობას და თუ საჭიროება მოითხოვს გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ პროექტში“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე შეთანხმებულია წინადადება იმაზე, რომ შეიქმნას ხუთ მილიონიანი ფონდი, რომელსაც პირობითად, ეწოდება „რიონის ხეობის განვითარების ფონდი“. მინისტრის თქმით, ფონდი შეივსება, როგორც კომპანიის მიერ, ასევე სახელმწიფოც თავის თანამონაწილეობას მასში გასცემს, ფონდის მართვაში ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობა, მათი სათემო ორგანიზაცია. ნათია თურნავას თქმით, ასევე მოითხოვენ, რომ კომპანიამ მათივე მოთხოვნით ადგილზე სამუშაოების გასაკონტროლებლად ქართველი დირექტორი დაინიშნოს.

„პიროვნება ჩვენთან შეთანხმებით იქნება შერჩეული, ის უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე, მცოდნე ადამიანი, ვინც ერთის მხრივ, ჩვენი წარმომადგენელი იქნება და ამ პროცესში ჩართული იქნება სახელმწიფო. ის უზრუნველყოფს იმას, რომ იქ დასაქმებული ადამიანების უფლებები უკეთესად იყოს დაცული, ასევე უზრნველყოფს ადგილობრივებთან უკეთეს კომუნიკაციას. რაც შეეხება თვითონ მშენებლობის მიმდინარეობასა და ზედამხედველობას, ჩვენ ვქმნით დამოუკიდებელ საბჭოს. იქ, შესაძლოა, ჩაერთონ საზოგადოების წარმომადგენლები, მეცნიერები, მშენებელ-ინჟინრები, ვინც გააკონტროლებს პროექტის ზედამხედველობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გაგრძელდება.

„ჩვენი კარი ღიაა. დღეს ჩვენ შევთავაზეთ ახალი პლატფორმა - იყო წუხილი ეკოლოგიასა და უსაფრთხეობაზე? ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავდეთ კაშხლის მშენებლობა და ვთქვით, დავიწყოთ ერთად შესწავლა. იყო წუხილი, რომ არ არის კარგი კომუნიკაცია? ქართველი დირექტორი დაინიშნება და ამ პროცესებში ჩაერთვება. არის წუხილი, ხომ არ დაიცლება ხეობა? ვქმნით ფონდს და ერთად განვკარგოთ. ამ საკითხების ირგვლივ კომუნიკაციას აუცილებლად გავაგრძელებთ შემდეგი კვირიდან. ცხადად მინდა ვთქვა, მშენებლობა გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია