გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 13 მარტს, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე („ფრესკოს“ მიმდებარედ) ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

„კონსტანტინე ლესელიძის (VI – VIII მიკრორაიონების გამყოფ) ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ორი ქუჩის სანიაღვრე სისტემა ერთმანეთთან დაერთდება.

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო