გიორგი ვაშაძე IRI-ის ანგარიშზე - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, -ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე IRI-ის ტექნიკურ საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, არჩევნების შედეგად კანონზომიერება უნდა ყოფილიყო ხელისუფლების ცვლილება.

„აირაი“ საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც სრულ ნდობას იმსახურებს. სამწუხაროდ, კოვიდვირუსისგან გამომდინარე, მათ ჰყავდათ წარმოდგენილი ძალიან მცირე რაოდენობის დამკვირვებელი, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

არის პუნქტები, რაზეც განსხვავებული მოსაზრება მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

კანონზომიერება უნდა ყოფილიყო ხელისუფლების ცვლილება. ჩემი აზრით, ამდენი პრობლემა, სკანდალი თუნდაც, ამდენი ახალახალი პრობლემური საკითხები ჩნდება იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობრივად დაარღვია ეს კანონზომიერება“, - აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს. როგორც IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აღნიშნავს, "გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა