ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომელ რეგიონში ვაქცინაციის რამდენი ცენტრი იმოქმედებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომელ რეგიონში ვაქცინაციის რამდენი ცენტრი იმოქმედებს.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ორშაბათს ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით 29 ცენტრში დაიწყება, 17 მარტს 35 დაწესებულება დაემატება, 19 მარტს კი - 23. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აცრილი ადამიანების რევაქცინაციისთვის აპრილში 86 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციისთვის მზადაა 82 ამცრელი ცენტრი. პირველ ეტაპზე, ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში, ეს არის თბილისის და ყველა რეგიონალურ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელთაც დიდი გამოცილება აქვთ იმუნიზაციის პროცეში მონაწილეობის. თბილისში იქნება ასეთი 10, ქუთაისში - 4, ბათუმში - 4, რუსთავში - 2, ზუგდიდში - 2 და ყველა რეგიონალურ ცენტრში იქნება თითო-თითო. 17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35-მდე დაწესებულება, შემდეგ 19 მარტს კიდევ 23. ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ანუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა მოკლე ვადებში მოხდეს იმ 43 ათასი დოზის ადმინისტრირება, რომელიც დღესაა შემოსული, რამეთუ ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად. მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება 8-დან 12 კვირის ფარგლებში და ამისთვის შესაბამისი დადატურება 86 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა