დავით ბაქრაძე - შევთანხმდით, რომ კრისტიან დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები გაგრძელდება

შევთანხმდით, რომ კრისტიან დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად, გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა.

„ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ მიშელის მიერ მიღებულ 6-პუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტს. დეტალურად ვისაუბრეთ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტზე და იმაზე, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად და სად შეიძლება იყოს ის კომპრომისის ხაზი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს შექმნილი ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ რა თქმა უნდა, დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ეს არის რიგგარეშე არჩვნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება.

მოლაპარაკებები გაგრძელდება, სამწუხაროდ, არ შემიძლია მეტი დეტალები ვთქვა პირველ შეხვედრაზე, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება მოლაპარაკებები. იქნება შეხვედრები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან. ასევე, შესაძლებელია, შედგეს ერთობლივი შეხვედრაც. ამ შეხვედრების შემდეგ, გამოჩნდება სად ვართ, სად ვდგავართ და რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა. ვისაუბრეთ 6- პუნქტიან გეგმაზე, პრეზიდენტ მიშელის გეგმის ყველა პუნქტზე, თუ როგორ ხედავს ოპოზიცია ამ გეგმის შესრულებას, როგორ ხედავს ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. შევთანხმდით, რომ ამ ხედვით შუამავალი, დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები. მხარეების შეხვედრა, დიდი ალბათობით შედგება დღეს ან ხვალ, თუმცა, ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, ეს დამოკიდებულია შუამავლებზე“,-აცხადებს ბაქრაძე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, არასამთავრობო სექტორთან, მმართველ გუნდსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა