ვახტანგ მეგრელიშვილი - პოლიტიკური პატიმრები ურთიერთობის დაწყების და მშვიდობის დამყარების პირობაა, როცა ჩვენ ვიძახდით, მხარეებს შორის მშვიდობაა დასამყარებელი, ეს იყო სასაცილო, დღეს ყველა ამაზე საუბრობს

როდესაც ჩვენ ვიძახდით, მშვიდობაა დასამყარებელი მხარეებს შორის-მეთქი ეს იყო სასაცილო. დღეს ყველა ამაზე საუბრობს“, -ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური პატიმრების საკითხი ურთიერთობის დაწყების და მშვიდობის დამყარების პირობაა.

„ჩემი აზრით, ეს შეხვედრა იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენით სერიოზულად დაინტერესდნენ. შეიძლება, კონკრეტულად ჩვენი ჯგუფი, ამ მოლაპარაკებების დროს გადამწყვეტი არ არის, გესმით, ძირითადი დაპირისპირებული მხარეები აქ არ იმყოფებიან.

ჩემი აზრით, ამ ადამიანებს ჩვენ მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ თითოეულ იმ პუნქტზე, რომელიც შარლ მიშელის გეგმაშია. იმედი გვაქვს, უკეთესი ფონი მივეცით შემდეგ მოლაპარაკებებს მთავარ აქტორებთან

მცდელობა, რომ ძალიან მაღალ დონეზეა, ეს გასაგებია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც, ეს მცდელობა წარმატებას მიაღწევს.

პოლიტიკური პატიმრები არის ურთიერთობის დაწყების და მშვიდობის დამყარების პირობა. როდესაც ჩვენ ვიძახდით, მშვიდობაა დასამყარებელი მხარეებს შორის-მეთქი ეს იყო სასაცილო. დღეს ამაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოსული სტუმრები და ყველა. დაპირისპირების დასრულების გარეშე, თითოეული ის პუნქტი, რაზეც კითხვებს სვამთ, არარეალურია. ჯერ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, იმისთვის, რომ დაიწყო საუბარი, ამის საშუალება უნდა მოგეცეს“,-აცხადებს მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, არასამთავრობიო სექტორთან, მმართველ გუნდსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა