გიგა ბოკერია - შეხვედრის დეტალებზე ან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი ამოცანა რაც არის, ამ ამოცანის მისაღწევად მნიშვნელოვანი შეხვედრებია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა მათი ამოცანების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამასთან, კითხვაზე, რა არის გონივრული ვადა იმისთვის, რომ ოპოზიცია მოთხოვნების შესრულებით კმაყოფილი იყოს, ბოკერია ამბობს, რომ „საუბარი არის არა კვირებზე, არამედ რამდენიმე თვეზე“.

„მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა იყო, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენ, ბუნებრივია დეტალებზე ან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა რაც არის, ამ ამოცანის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და შეხვედრებია“,- განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, რომ „17 თებერვლის 17:00 საათამდე გახარიას პოზიციები იყო იდენტური იმისა, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ, შემდეგ კი ეს პოზიცია შეიცვალა“, ბოკერია ამბობს: „როცა იტყუები, რეტროაქტიულად ბევრჯერ დაიწვები ხოლმე“.

„ჩვენ კი ვიცოდით, რომ ყველა სხვა საქმეზე და მელიაზეც სასამართლო იმას გააკეთებს, რაც მთავრობას უნდა. ჯერ მსჯელობენ ხოლმე რა ქნან, ერთადერთი, რაშიც ეჭვს შევიტან ისაა, რომ მსჯელობდნენ. მგონია, რომ გადაწყვიტა, უთხრეს და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიდიოდა კომენტარის გაკეთება. ნიშანდობლივი წამოცდენაა“,- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა